დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.მოვახდინეთ განვლილი მასალის შეჯამება.ბლოგზე ავტვირთეთ პროექტები.მოვაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და მოვახდინეთ უკუკავშირი.
ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.
Saturday, November 7, 2015
Friday, November 6, 2015
მერვე დღის რეფლექსია.
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-7 მოდული.გამოვიყენეთ პროექტის ჩეკლისტი და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
Sunday, November 1, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია.
გავეცანით საპრეზენტაციო,მოსწავლეების ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,თვითშეფასების,მულტიმედიური პრეზენტაციის უნარების თვითშეფასების რუბრიკებს.ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკაზე.
Saturday, October 31, 2015
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე.ვისწავლე საპრეზენტაციო შაბლონების შექმნა,ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების ფორმაზე და გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.შევადგინე პროექტის გეგმა.
Sunday, October 25, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე.ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები,გავეცანით ინტერნეტში მოძიებული მასალის სასწავლო პროცესისათვის გამოყენებას.შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შევსების შაბლონი.გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ .მივიღეთ დავალება შევქმნად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
Saturday, October 24, 2015
მეოთხე დღის რეფლექსია.
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე.შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.გამოვიყენე გონებრივი იერიში და ჩამოვაყალიბე კითხვები.ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე.ყველა მასალა რასაც დღეს გავეცანი იყო ძალიან საინტერესო,რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში.
Sunday, October 18, 2015
მესამე დღის რეფლექსია
2015 წლის 18 ოქტომბერს ჩატარდა ინტელის მესამე ტრენინგი.ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,ინფორმაციული და დატვირთული. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებას,რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.გამოვიყენე უცხო ენისათვის საჭირო სტანდარტი და გამოვყავი მიზნები.
Saturday, October 17, 2015
მეორე დღის რეფლექსია.
2015 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდა ინტელის მეორე ტრენინგი თემაზე პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე.ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტების შედგენა . გავიხსენეთ ვორდში ბუკლეტების დამზადება.ვისწავლეთ Drive-ზე ინფორმაციის გაგზავნა, მიღება, ატვირთვა.გავეცანით მასწავლებელთა მიერ არჩეულ თემებს ,რაზედაც შემდეგ ტრენინგზე ვიმუშავებთ.
Saturday, October 10, 2015
პირველი დღის რეფლექსია
2015 წლის 10 ოქტომბერს ჭიათურის # 1 საჯარო სკოლაში დაიწყო ინტელის ტრენინგი.გავეცანით viewer-ის სახელმძღვანელოს.შევქმენი საქაღალდეები პორტფოლიოსათვის, აგრეთვე შევქმენი ბლოგი, სადაც ყოველი ტრენინგის ბოლოს შევიტან რეფლექსიას.გავეცანი პროექტების შექმნისათვის საჭირო მასალებს. დღევანდელი ტრენინგით მივიღე ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება,რომელიც გამომადგება მომავალი პროექტების შექმნისათვის.მივიღე დავალება ,რომელსაც მოვამზადებ მომავალი ტრენინგისათვის.ყველა მასალა, რასაც გავეცანი შენახულია D დისკზე.
Subscribe to:
Posts (Atom)