Saturday, November 7, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია.

         დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.მოვახდინეთ განვლილი მასალის შეჯამება.ბლოგზე ავტვირთეთ პროექტები.მოვაწყვეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და მოვახდინეთ უკუკავშირი.
          ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული.
          დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.

Friday, November 6, 2015

მოსწავლის პრეზენტაცია

მერვე დღის რეფლექსია.

          დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-7 მოდული.გამოვიყენეთ პროექტის ჩეკლისტი და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.

Sunday, November 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია.

გავეცანით საპრეზენტაციო,მოსწავლეების ჯგუფური მუშაობის,თანამშრომლობის,თვითშეფასების,მულტიმედიური პრეზენტაციის უნარების თვითშეფასების რუბრიკებს.ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკაზე.

Saturday, October 31, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე.ვისწავლე საპრეზენტაციო შაბლონების შექმნა,ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების ფორმაზე და გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე.შევადგინე პროექტის გეგმა.

Sunday, October 25, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე.ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები,გავეცანით ინტერნეტში მოძიებული მასალის  სასწავლო პროცესისათვის გამოყენებას.შევინახეთ და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შევსების შაბლონი.გავიგეთ საავტორო უფლებების შესახებ .მივიღეთ დავალება შევქმნად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Saturday, October 24, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია.

                     


       ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების სქემაზე.შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები.გამოვიყენე გონებრივი იერიში და ჩამოვაყალიბე კითხვები.ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაზე.ყველა მასალა რასაც დღეს გავეცანი იყო ძალიან საინტერესო,რომელიც  დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში.